სასარგებლო ინფორმაცია
სატრანსპორტო გადაზიდვების დროს მნიშვნელოვანია ყურადგება მივაქციოთ შესყიდვის ( ინკოტერმსი) პირობას, რომელიც განსაზღვრავს მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობას.
წესები ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტისათვის:
ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზისვის 7 პირობა
EXW – Ex Works (მიწოდების ადგილის დასახელება) ეს ტერმინი აკისრებს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მყიდველს და მინიმალურს გამყიდველს. Ex Worksეს ტერმინი ხშირად გამოიყენება საქონლის საწყისი ღირებულების დადგენისას- კოტირებისას, რომელიც არ შეიცავს დამატებით ხარჯებს. EXW ნიშნავს, რომ გამყიდველი მზადაა შეაგროვოს საქონელი თავის ტერიტორიაზე რაღაც შეთანხმებული ვადით. მყიდველი ანაზღაურებს ყველა სატრანსპორტო ხარჯს და ასევე იღებს თავის თავზე რისკს საქონლის საბოლოო პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. გამყიდველი არ ტვირთავს საქონელს და არც უშვებს ექსპორტზე. თუ გამყიდველი ტვირთავს, ეს აისახება ღირებულებაში და რისკი ედება მყიდველს. თუ მხარეებს სურთ, რომ გამყიდველი იღებდეს საქონლის დატვირთვის პასუხისმგებლობას, ასევე იღებდეს ასეთი დატვირთვის ყველა რისკს და დანახარჯებს, ეს ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში.
FCA – Free Carrier (გადაზისვის ადგილის დასახელება) გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულა დითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.
CPT -Carriage paid to გადაზიდვა ანაზღაურებულია...მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის გადაზიდვისთვის. რისკი გადადის მყიდველზე, როგორც კი საქონელი ჩაბარდება პირველ გადამზიდველს.
CIP – Carriage and Insurance Paid to გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება...მდე ( დანიშნულების ადგილის დასახელება) საკონტეინერო გადაზიდვებიი CIF-ის მულტიმოდალური ეკვივალენტი. გამყიდველი იხდის გადაზიდვისა და დაზღვევის საფასურს დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ რისკი გადადის, როდესაც საქონელი გადაეცემა პირველ გადამზიდველს.
DAT – Delivered at Terminal გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის ტერმინალამდე გადაზიდვისთვის, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება იმპორტის ანგარიშწორებას და კისრულობს ყველანაირ რისკს ტვირთის ტერმინალში დაცლამდე.
DAP – Delivered at Place მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საფასურს დაკავშირებულს იმპორტის ანგარიშსწორებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.
DDP – Delivered Duty Paid მიწოდება განბაჟებამდე (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველისმოვალეობა, მიაწოდოსტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას- იმპორტირებისქვეყანაში. ეს ტერმინი აკისრებს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მყიდველს და მინიმალურს გამყიდველს. წესები საზღვაო ტრანსპორტისათვის.
ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული საზღვაო გადაზისვის ოთხი პირობა:
FAS – Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება) გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს ტვირთი დასახელებულ პორტში და განათავსოს გემზე. გამყიდველი ვალდებულია მოამზადოს ტვირთი ექსპორტისთვის. მოსახერხებელია მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის მაგრამ არა მულტიმოდალური საზღვაო ტრანსპორტის კონტეინერებში(იხ.ინკოტერმი2010, ICC გამოცემის715). ეს ტერმინი ძირითადად გამოიყენება მძიმე და დიდი მოცულობის ტვირთებთან.
FOB – Free on bord (დატვირთვის პორტის დასახელება) გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-იგულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.
CFR – Cost and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება) გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.
CIF – Cost, Insurance and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება) მოცემული ტერმინის შემთხვევაშიგამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით.
სატრანპორტო - საექსპედიტორო კომპანია
ორგანიზაცია, რომელიც ეწევა დამოუკიდებელ საქმიანობას და, დამკვეთის სურვილის შესაბამისად, უზრუმველყოფს განსაზღვრული ტვირთების დატვირთვის ადგილიდან გადმოტვირთვის ადგილამდე ყველა საჭირო პროცედურების ჩატარებას და მასთან დაკავშირებული ფინანსურ მხარდაჭერას.
საექპედიტორო საქმიანობა
ნებისმიერი სახის მომსახურებაა, რომელიც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, კონსოლიდაციასთან, დასაწყობებასთან, ტვირთების გადამუშავებასთან, შეფუთვა-განაწილებასთან და მათთან დაკავშირებულ დამხმარე და საკონსულტაციო მომსახურებებთან, რომელშიც გაერთიანებულია როგორც საბაჟო და ფინანსური ასევე ტვირთების დაზღვევის საკითხები.
ტვირთი
ნებისმიერი სახის საქონელი, რომელიც გადატანილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით.
სახიფათო ტვირთი
ნივთი ან ნივთიერება, რომელიც გარკვეულ საფრთხეს უქმნის, როგორც ადამიანის ჯანმრელობას ასევე სატრანპორტო საშუალებას და, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას გადაზიდვის დროს.
მალფუჭებადი ტვირთი
საქონელი, რომელიც კარგავს ღირებულების უდიდეს ნაწილს, თუ ამ ტვირთის ტრანსპორტირება შეფერხდა გაუთვალისწინებელი დროით.
არასტანდარტული ტვირთი
ტვირთი, რომლის ზომები არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.
გენერალური ტვირთი
ტვირთი, რომელიც არ არის სახიფათო, არასტანდარტული და მალფუჭებადი.
ტვირთების კონსოლიდირება
ტვირთების გადაზიდვის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც რამდენიმე გამგზავნის (ექსპორტიორის) შეფუთული ტვირთი თავსდება მათთვის გამოყოფილ ერთ სატრანპორტო საშუალებაში (მანქანა, კონტეინერი, ვაგონი და სხვ.) და თითოეულ ტვირთზე ნაწილდება დატვირთვის მაქსიმალური მაჩვენებელი.
მულტიმოდალური გადაზიდვა
ტვირთების ტრანპორტირების ისეთი ფორმაა, როდესაც დატვირთვის ადგილიდან გადმოტვირთვის ადგილამდე ამ ტვირთვის გადაზიდვა მოითხოვს 2 სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალბის გამოყენებას მაინც.
გამგზავნი
ნებისმიერი იურიდიული ან ფუზიკური გამყიდველი (ექსპორტიორი) პირი.
მიმღები
ნებისმიერი იურიდიული ან ფუზიკური მყიდველი (იმპორტიორი) პირი.
პალეტი
ტვირთების სტაციონარული შეფუთვის სახე, რომლის დამზადების დროსაც გამოიყენება ხის მასალა და აქვს სტანდარტული ზომები.
კარნეტი
საბაჟო საბუთი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს გარკვეული ტვირთი დროებით გაგზავნოს ან გადაიტანოს სხვა ქვეყანაში საბაჟო და სხვა გადასახადების გადახდის გარეშე.
წარმოშობის სერთიფიკატი
საბუთი, რომელიც ადასტურებს ნებისმიერი ტვირთის წარმოშობის კანონიერებას.
კონტეინერი
დიდი მოცულობის რკინის მასალისგან დამზადებული ყუთი, რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება ტვირთების სხვადასხვა სატრანპორტო საშუალებებით გადაზიდვისას ამ ტვირთების ხელახალი დატვირთვა გადმოტვირთვის გარეშე.
ლოჯისტიკა
საექსპედიროტო საქმიანობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიღება-გადამუშავებას, ტრანსპორტირებას, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის მართვას, სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეფუთავს, დასაწყობებას და მათთან დაკავსირებულ დამატებით მომსახურებას.
კონოსამენტი
დოკუმენტი, გაცემული გადამზიდავის მიერ, რომელიც ადასტურებსტვირთის მიღებას გადაზიდვაზე ვალდებულებით მოიტანოს იგი დანიშნულების პორტში და გადასცეს კონოსამენტის კანონიერ მფლობელზე. კონოსამენტი დგება სამ ორიგინალურ ეგზემპლარში.
ექსპედიტორი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს თავისისახელით და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს მოსახლეობის სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება შემკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
შემკვეთი
ნებისმიერი პირი, რომელიც ექსპედიტორთან დებს ხელშეკრულებასსაექსპედიტორო მომსახურებაზე და მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით.
შეკვეთა
ნებისმიერი პირის განაცხადი სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებაზე.
ტრანზიტი
მგზავრობა ქვეყნის ტერიტორიის გავლით, რომელშიც არ წარმოებს საქონლის არც დატვირთვა და არც განტვირთვა.
ფორს-მაჟორული მდგომარეობა
სტიქიურ უბედურებათა სხვადასხვა სახეები (მიწისძვრები, წყალდიდობები, ვულკანების ამოფრქვევა, ტაიფუნები და სხვა), ხანძრები, სახელმწიფო და სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილებები, სამხედრო მოქმედებები,სამოქალაქო მღელვარებები, გაფიცვები, ბანდიტური და პირადული მოქმედებები და სხვა.
დაზღვევა
ესაა მექანიზმი, რომლის მეშვეობით კლიენტი (დასაზღვევი) თავიდან იშორებს რისკის ფინანსურ შედეგებს და გადააქვს იგი სადაზღვევო კომპანიაზე (დამზღვევზე) და იხდის ამისათვის სადაზღვევო პრემიას.
EX-1 - Export Declaration
For goods, produced and sold from the (EU) - is a common international document, which confirms the export of goods. The declaration, which must accompany the consignment until the end of its route. When exporting goods from the EU customs will stamp. Original export declaration stamped by the sender cargo forwarding, which allows the sender to sell the goods without paying VAT. At the same time allows the buyer of goods to avoid paying VAT at the exit from Europe.
CMR სატვირთო ზედდებული
ესაა სახელშეკრულებო შეთანხმება ტვირთ გამგზავნს, საავტომობილო გადამზიდავს და ტვირთმიმღებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს გადაზიდვის სტანდარტულ პირობებს საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო ოპერაციებისთვის, განსაკუთრებით – საჭირო დოკუმენტებისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის სფეროში, რათა გაამარტივოს ავტო გადაზიდვა და საერთაშორისო ვაჭრობა. CMR სატვირთო ზედდებულის გამოყენება გულისხმობს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციაში ჩართული ქვეყნებიდან (გაგზავნის ქვეყანა და დანიშნულების ქვეყანა) ერთ-ერთი მაინც წარმოადგენს CMR კონვენციის მონაწილე ქვეყანას.